მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ

5c4e06857aca4
თელარა გელანტია
27.01.19 23:28
1526
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებს.

ამის შესახებ bm.ge-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

ღონისძიება, რომელიც „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ჩატარდება, 11:00 საათზე დაიწყება.

„საბჭოს წევრები შეხვედრის მიმდინარეობისას კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია და ზოგ შემთხვევებში გარკვეული სირთულის სახეს იღებს. შეხვედრაზე საბჭოს წევრებისათვის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე წარმოადგენს. ზამბახიძის განმარტებით, სისტემასთან დაკავშირებულ სირთულეს ის პირადად, საკუთარ საქმიანობაში წააწყდა, რის გამოც ის ფერმის გასხვისებას გეგმავს. მისი თქმით, საკითხით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რადგან საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

28 იანვარს დაგეგმილი შეხვედრის შედეგად პალატის საბჭო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულ პოზიციას ჩამოაყალიბებს, დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, კონსოლიდირებული ტენდერების პროცესში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც მიიღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები