მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

5d78e3f55cccc
თელარა გელანტია
11.09.19 16:05
1201
ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ანაკლიაში მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

როგორც bm.ge-ის ხაზარაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

მისივე ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აწარმოებს პირდაპირ ეთერს.

დაინტერესებულ მედიას შესაძლებლობა აქვს მიიღოს სატელიტის სიგნალი და აწარმოოს პირდაპირი ტრანსლაცია: AzerSpace 1 46.0E, Freq: 11 110.4MHz, Pol: V, S/R: 3200, Fec: 5/6, R/O: 0.25%, Date: 12.09.2019, 11:55 - 12:25.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები