მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ SpaceX -ი NASA-ს ასტრონავტებს ორბიტაზე გაიყვანს

5eccf4a4ac234
BM.GE
26.05.20 23:15
1183
SpaceX მზადაა შექმნას ახალი კოსმოსური ისტორია და NASA-ს ასტრონავტები ორბიტაზე გაიყვანოს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, ყველა დეტალი გავლილი და შეთანხმებულია.

პირველი გაფრენა 27 მაისს იგეგმება. NASA-ს ასტრონავტები - ბობ ბენკანი და დაგ ჰერლი SpaceX-ის მიერ შექმნილი მართვადი კაფსულის Crew Dragon-ის საშუალებით (რომელსაც კოსმოსში რაკეტა Falcon 9 გაიყვანს), საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდებიან.

მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს NASA-სთვის, რადგან 2011 წელს კოსმოსური შატლების ჩამოწერის შემდეგ, აშშ-ს რუსეთის დახმარების გარეშე ასტრონავტების ორბიტაზე გაყვანის და უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა.

2014 წელს NASA-მ 2,6 მილიარდი დოლარი გამოუყო ილონ მასკის SpaceX-ს, რათა დაესრულებინა მუშაობა პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სისტემა Crew Dragon-Falcon 9.