მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან, სახერხი საამქროები, სადაც ინვენტარიზაცია დასრულდა, ეტაპობრივად გაიხსნება

5b72ee3b6de7a
თელარა გელანტია
14.08.18 18:51
927
ფინანსთა სამიისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან, ეტაპობრივად, გაიხსნება ყველა ის რეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომელშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია.
ამის შესახებ bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„დაუშვებელია ხე-ტყის მასობრივი უკანონო ჭრები, ასევე არ შეიძლება ლიცენზირებული და გადასახადების გადამხდელი კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან, რომლებიც უკანონო ჭრებს ახორციელებენ და არ იხდიან გადასახადებს. კანონის ფარგლებში მოქმედი საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდება. კანონის წინაშე პასუხისმგელობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრებს ახორციელებს ან ხელს აფარებს დანაშაულს“, - აცხადებს ლევან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა, ასევე გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის 26 ივლისიდან ერთდროულად იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება. გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროები. საერთო ჯამში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები