თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან აეროპორტის გადასახვევი გზის, ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტი, რომელზეც 3 მილიონი ლარი დაიხარჯება, ორ ეტაპად განხორციელდება.
მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში გზა ერთ მხარეს ჩაიკეტება.
პროექტის ფარგლებში მოხდება ქუჩის - როგორც გამწვანება, ისე გარე განათების სისტემით აღჭურვა და განათების ბოძების მონტაჟი; ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება.
„როდესაც ადამიანი ჩამოდის პირველად საქართველოში და გამოივლის ცენტრალურ გზას, ის უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ მას პირველი შთაბეჭდილებები შეექმნას ჩვენს ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

























