7 ივნისს, 16:00 საათზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.

























