მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას აჩერებს

6128f6b1bd3d1
BM.GE
27.08.21 18:27
8058
ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი დროებით ფუნქციონირებას წყვეტს. აღნიშნული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმაც მედიავებინარზე დაადასტურა. მისი თქმით, ბოლო დღეებში საწოლების რაოდენობა საკმარისია, რის გამოც საველე ჰოსპიტალი საჭირო აღარაა.

ამირან გამყრელიძის განცხადებითვე, დიღმის საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთვევაში, მუშაობას განაახლებს.

“დიღმის საველე ჰოსპიტალი, ძირითადად, ტრიაჟისთვის იყო; იქ პაციენტებს პირველად დახმარება უტარდებოდათ და შემდეგ გადაჰყავდათ კლინიკებში ან პირიქით, აბრუნებდნენ სახლის პირობებში სამკურნალოდ; გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური შემთხვევები მცირდება ქვეყანაში, ამ ეტაპზე ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება, კლინიკებში არსებული საწოლების რაოდენობა გვყოფნის... მაგრამ ის <საველე ჰოსპიტალი> არ წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები