მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება

61267d5404d7f
BM.GE
25.08.21 21:21
4088
ხვალიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივში ჩართვის დროს განაცხადა.

კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. 

მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

ვაშლიჯვრის ფერდის მეწყერსაშიში ზონის გამაგრების სამუშაოებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ფერდობი მდგრადია. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემები და მუდმივ რეჟიმში ხდება მასზე დაკვირვება.  


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები