მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ

57c6e2a290644
BM.GE
31.08.16 17:52
1535
ხვალიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. საკიტხზე დღეს ბრიფინგი გამართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ. მისი განცხადებით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.

სოფრომაძის განმარტებით, მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები