მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან მეტრო და ავტობუსიც აღარ იმუშავებს

5e81f47db5dc0
ელენე გოგბერაშვილი
30.03.20 17:30
1459
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ქვეყნაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რაც ძალაში ხვალ დილის 8 საათიდან შედის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს -  სრულად იკრძალება, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გააადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალტეტების შიგნით, ასევე ქალაქის შიგნით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი.

ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტლებებს. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული გადაყვანის მიზნით“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები