მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან პარლამენტში ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა იწყება

5dc0307f00170
თელარა გელანტია
04.11.19 18:20
793
ხვალიდან საპარლამენტო კომიტეტებში ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა იწყება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, "2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 101.7% ით შესრულდა".

"9 თვეში 154 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 322, 5 მილიონითაა გაზრდილი“, - აცხადებს დეპუტატი.

ამასთან, ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში გადასახადებიდან დაგეგმილზე 85 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, შესრულების მაჩვენებელი თითქმის 100%-ია.

ცნობისთვის: მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის განმავლობაში შემოსულობები 9 043,1 მლნ ლარია, რაც დაგეგმილზე 154,1 მილიონით მეტია. მათ შორის, გადაჭარბებით, 101,2%-ით შესრულებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა. (შემოსულია 7 177,3 მლნ ლარამდე, რაც გეგმაზე 85,7 მილიონით მეტია. 9 თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 9 მილიარდ 343 მილიონ 500 ათასი ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები