მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან "სინოვაკით" ასაცრელად რეგისტრაცია იწყება

60a63d1354903
ინგა მურუსიძე
20.05.21 15:07
589
ხვალ, 12:00 საათიდან  "სინოვაკის" ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი იწყება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

როგორც NCDC-ში განმარტავენ, "სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები