მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხვალინდელი დღე ინფრასტრუქტურულ განვითარებაში წარმოგვიდგენია” - “ვისოლ ჯგუფი” რებრენდინგზე

64bfc1984622a
სალომე ხიდურელი
25.07.23 20:16
953
რამდენიმე დღის წინ “ვისოლ ჯგუფმა” ბრენდის განახლებული სტრატეგია წარადგინა, რაც გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ახალ დიზაინსა და ლოიალობის სისტემას მოიცავს - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ვისოლის” წარმომადგენლები საუბრობენ.

“23 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ბუნებრივია, თითოეული ეტაპი თავის გამოწვევებს მოიცავდა, რომლის შემდგომაც დღის წესრიგში დადგა ბრენდის განახლება და დღეს არსებული მოთხოვნების თავსებადი პროდუქტების შექმნა. ბენზინგასამართი სადგური არ უნდა იყოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც ადამიანი მხოლოდ საწვავს მიიღებს, ეს არის მოსასვენებელი ადგილები, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე გადაადგილებისას სხვადასხვა ტიპის სერვისის შეთავაზების ადგილი. ქალაქებშიც ანალოგიურად.

ჩვენი მიზანია, ყველა ობიექტი გახდეს ინფრასტრუქტურულად და ფუნქციურად უფრო დატვირთული. ხვალინდელი დღე ინფრასტრუქტურულ განვითარებაში წარმოგვიდგენია და ეს ყველაფერი უნდა ასოცირდეს თანამედროვე გადახდის სისტემებთან და მოქნილ ლოიალურ პროგრამასთან”, - ამბობს ვასილ ხორავა, “ვისოლისა” და “სმარტის” გენერალური დირექტორი.

როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი აღნიშნავს, რებრენდინგზე მუშაობა “ვისოლში” დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ამჯერად, “ვისოლის” თითოეული კომპანია ერთი ქუდის ქვეშ მოექცა.

“რებრენდინგის საჭიროება “ვისოლში” დიდი ხანია იყო, რადგან ის მიმართულება, რაზეც ვასილ ხორავამ ისაუბრა, დიდი ხანია დაწყებულია და კომპანიას გეზიც აქეთკენ ჰქონდა აღებული. თუმცა ამ დრომდე ეს გეზი იყო ქაოსური. ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც მოიცავდა “ვისოლს”, “სმარტს” თუ “ვენდისს”, გვინდოდა, რომ ერთი ქუდი შეგვექმნა ამ სივრცეებისთვის და ახალი სათქმელით გაგვეერთიანებინა ყველაფერი.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ამოვწიეთ ზედაპირზე, ხაზი გავუსვით და მკაფიოდ ვთქვით”, - ამბობს სალომე გველესიანი.

როგორც “ვისოლ ჯგუფისა” და “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი BMG-სთან აცხადებს, კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების პარალელურად შეიქმნა.

“ჩვენ მივდივართ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების პარალელურად. ეკონომიკური ზრდა აუცილებლად ეტყობა ბიზნესს, მისი განვითარების ტემპებს და დაეტყო კიდეც. “ბიზნესის ასოციაცია” ყველა სექტორს აკვირდება და გეტყვით, რომ 2022 წელს ჩვენნაირი რეკორდული ზრდა სხვას არავის ჰქონია - საუბარია გაყიდვების, შემოსავლებისა და ფინანსური შედეგების კუთხით, რაც ნებისმიერი ბიზნესისათვის მთავარი მამოტივირებელია.

ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი წინაპირობა. “ვისოლ ჯგუფი” ამ მატარებელს ცარიელს ვერ გაუშვებდა და შესაბამისად, ჩვენც გავაქტიურდით და დამატებით სექტორებში შევედით. დღეს 9 კომპანია გვაქვს”, - ამბვობს სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, “ვისოლ ჯგუფი” ბენზინგასამართ სადგურების ქსელ “ვისოლს”, “სმარტსა” და “ვინტოს”, ასევე ამერიკული რესტორნების ქსელებს - “დანკინსა” და “ვენდისს” აერთიანებს და კომპანიის განახლებული სტრატეგია თითოეულ ამ სივრცეს მოიცავს. მაგალითად, „ვისოლის“ ახალი ლოიალობის სისტემით მომხმარებელი სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად იღებს 15 თეთრ ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები