Yahoo ისტორიაში ყველაზე დიდ ჰაკერულ თავდასხმაზე აცხადებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჰაკერებმა 500 მილიონი მომხმარებლის შესახებ მოიპარეს ინფორმაცია. კომპანია არ აკონტრეტებს, რომელი ქვეყანაა თავდასხმაზე პასუხისმგებელი. Yahoo-ს ცნობით, ჰაკერული თავდასხმა 2014 წელს განხორციელდა, თუმცა, მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოპარულია ინფორმაცია სახელების, ელექტრონული ფოსტების, ტელეფონის ნომრების, დაბადების თარიღების შესახებ. ჰაკერებს არ მიუღიათ ინფორმაცია საკრედიტო ბარათებიდან.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე დაადასტურა, რომ აღნიშნულის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

























