მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყალბი 100-200-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

5906e10adea3b
BM.GE
01.05.17 11:15
1872
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, ფიზიკურ პირებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ - ის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები