საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა დაამზადეს და შემდეგ მოქალაქეზე 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, უწყების თანამშრომლებმა დამატებით, ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

























