მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი ინფორმაციაა, როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და მას საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს - იური კიმი

იური კიმი

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე, იური კიმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს ან ელჩი გადატრიალების მცდელობაშია ჩართული.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ ყალბი ინფორმაციაა, როდესაც „ქართული ოცნება“ გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობს.

როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ამბავია. როდესაც ამტკიცებ, რომ ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით რაიმე ფორმით აწარმოებს ფარულ ოპერაციას, ასევე ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც სურს საქართველოს ზიანი მიაყენოს, ყალბი ინფორმაციაა“, - განაცხადა იური კიმმა Carnegie Endowment-ის ღონისძიებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ახალ რეგიონულ წესრიგში აშშ-ს როლს შეხებოდა.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები განსხვავებულია, რადგან ის ამბობს, რომ ევროკავშირში სურს გაწევრიანება, აშშ კი მეგობარია, თუმცა საბოლოოდ აკეთებს იმას, რაც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს სურს.

„არ შეიძლება განაცხადო, რომ საკუთარ ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში და აშშ-სთან მყარი ურთიერთობა გსურს და შემდეგ აკეთებდე იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“,- აღნიშნა კიმმა.

მან ნეგატიურად შეაფასა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის მიღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გულდასაწყვეტია.

"ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენი კავშირი ქართველ ხალხთან ისეთი მჭიდრო რჩება, როგორც არასდროს, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა არაა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, თუნდაც ჩვენი ძლიერი მცდელობის მიუხედავად",- თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები