ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიას 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.