მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის "თბი-2015"-ის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

57aae04fa00bd
BM.GE
10.08.16 11:59
1573
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფატქზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „თბი-2015“ - ის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი როგავა, რომელიც იმყოფება მიმალვაში და მას ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკიდან განახორციელა 206 697 ლარის ღირებულების სიგარეტის იმპორტი. საქონლის დეკლარირების დროს, როგავამ შემოსავლების სამსახურს წარუდგინა მის მიერ გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტები, თითქოს სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ჰქონდა კანონით განსაზღვრული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები, რის შემდეგაც მოტყუებით გაიტანა იმპორტირებული საქონელი და მოახდინა მისი რეალიზაცია. ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 584 146 ლარის ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალსიწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები