მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოვლინდა

5bc6e055db6cd
BM.GE
17.10.18 11:08
599
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ადგილი ჰქონდა საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენებას. საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მეწარმეები საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღებას ახდენდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 133 პირი მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები