მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex და Uber რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოში ერთობლივ კომპანიას ქმნიან

59674dc34cae6
BM.GE
13.07.17 14:33
2129
Yandex Taxi და Uber რუსეთსა რეგიონის ქვეყნებში ბიზნესს აერთიანებენ. სამიზნე ქვეყნებში შედის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო და ყაზახეთი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ტაქსის კომპანია და Uber ახალ კომპანიას დააარსებენ, რისთვისაც 325 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საიდანაც Yandex-ის წილი100 მილიონი იქნება, ხოლო Uber-ის 225 მილიონი.

ამასთან, კომპანიების საერთო პრეს-რელიზის მიხედვით, მგზავრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ როგორც Yandex-ის, ასევე Uber-ის ტაქსის გამოძახება, თუმცა მძღოლები საერთო პლატფორმაზე გაერთიანდებიან.

Yandex ტაქსი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა, ხოლო Uber ამ ეტაპზე საქართველოში არ ოპერირებს.