მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex Go პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებს

"იანდექსის" წარმომადგენელი კომპანია Ridetech Georgia LLC საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. “ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,“- განცხადებას ავრცელებს Ridetech Georgia LLC წარმომადგენლობა. როგორც ცნობილია, გუშინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოში Yandex Taxi-ის წარმომადგენელ კომპანიას "რაიდტექ ჯორჯიას" მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში კანონდარღვევით გადაცემის ფაქტზე 4,000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

სტუმარი:

ანზორ მეხრიშვილი - BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები