მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Yandex-ის ქართული წარმომადგენლობისთვის Uber-ისა და Yandex-ის საერთო კომპანიის შესახებ ცნობილი არ არის

596752ffaf7dc
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.17 15:13
2063
Yandex-ის ქართული წარმომადგენლობისთვის Uber-ისა და Yandex-ის საერთო კომპანიის შესახებ ცნობილი არ არის. ამის შესახებ „საქმის კურსს“ Yandex-ის ქართველმა წარმომადგენელმა თემურ ხმელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მისთვის უცნობია, როდიდან გამოჩნდება ორი უდიდესი კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი კომპანია საქართველოში.

შეგახსენებთ, Yandex და Uber რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოში ერთობლივ კომპანიას ქმნიან. საერთო პრეს-რელიზის მიხედვით, მგზავრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ როგორც Yandex-ის, ასევე Uber-ის ტაქსის გამოძახება, თუმცა მძღოლები საერთო პლატფორმაზე გაერთიანდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები