ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაცია Yandex NV-მ რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება მისი დამფუძნებლის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას უკავშირდება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Yandex-ის ონლაინსერვისები და პროდუქტები, მგზავრობის გაზიარებით დაწყებული, ელექტრონული ფოსტით დასრულებული, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბარბაროსულია და მე ამ ქმედების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ვცხოვრობ, მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ქმედებებზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო“, – განაცხადა წარმოშობით რუსმა მილიარდერმა და დასძინა, რომ ამ დრომდე ომთან დაკავშირებით დუმილის შენარჩუნების მიზეზები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭო ნოემბრის ბოლოს შეიკრიბება, რათა განიხილონ გაყიდვების ახალი პირობები, შესაბამისად, გარიგების დეტალები მომდევნო თვეში გამოცხადდება.