მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Yandex Taxi ევროკავშირის ბაზარზე შევიდა

5aaa79253dc7b
სალომე მეცხვარიშვილი
15.03.18 18:24
1528
Yandex Taxi ევროკავშირის ბაზარზე შევიდა. ლატვია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ტაქსის გამოძახების რუსულმა აპლიკაციამ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით ბალტიის ქვეყნებში შესვლაზე. ყველაზე ხშირად თანამშრომლობის შესახებ წინადადებები ლატვიიდან მოგვდიოდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რიგიდან დაგვეწყო“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო გაფართოების საკითხებში მუშეკ სააკიანი.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს „იანდექსმა“ და ამერიკულმა Uber-მა მიაღწიეს ტაქსების ონლაინ გამოძახების სერვისების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას რუსეთსა და მის გარშემო არსებულ ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები