მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Yandex Taxi მგზავრებს უპილოტო ავტომობილებით გადაიყვანს

57e14a105da47
BM.GE
20.09.16 19:03
1692
რუსული ტაქსის კომპანია Yandex Taxi ახალი სერვისის დამატებას გეგმავს, რაც ბაზარზე უპილოტო ავტომობილების გამოჩენას უკავშირდება.

უპილოტო ტაქსის პროექტის ჩაშვება მოსკოვში მოხდება. კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილები შეკვეთის მიღების ინტელექტუალური ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

Yandex Taxi-ის ცნობით, ტექნოლოგიის ტესტირებისთვის ტრანსპორტის ავტომწარმოებლ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით ტესტირების დროს მთელი გამოცდის განმავლობაშიი მანქანაში მძღოლი იქნება. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი უპილოტო ავტომობილები მგზავრების ტრანსპორტირებას შეძლებენ.

რუსული კომპანიის ინფორმაციით, მძღოლის დასახმარებელი სისტემის შემუშავება უკვე დაიგეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოძრაობის ზოლში ავტომობილების კონტროლს, ექსტრემალურ მომენტში დამუხრუჭებას და მძღოლის დაღლილობის დონის კონტროლს. აღნინული პროექტის ფარგლებში Yandex Taxi-მ უკვე ხელი მოაწერა ავტომწარმოებელ “კამაზთან“ თანამშრომლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები