ყატარი OPEC-ს ტოვებს.
2019 წლის იანვარში, ყატარი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) დატოვებს, - განაცხადა დღეს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-კააბიმ.
OPEC-დან გამოსვლის გადაწყვეტილება ყატარმა მას შემდეგ მიიღო, რაც გადახედა საერთაშორისო ასპარეზე თავისი როლის გაზრდის და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვის გაუმჯობესების გზებს, - აღნიშნა მინისტრმა დოჰაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.