ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია "ჩერიმ" პროდუქცია აზერბაიჯანში გაიტანა. ყავის ორი პარტია მეზობელ ქვეყანაში უკვე გავიდა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ლომთათიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, მიმდინარე თვეში იგეგმება პროდუქციის გატანა ყაზახეთშიც. ამ ეტაპზე მოლაპარაკაბები მიმდინარეობს რუსეთში ყავის ექსპორტთან დაკავშირებითაც.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ყაზახეთში "ჩერის" გატანა სავსებით რეალისტურია, რამდენადაც ადგილზე ყავის წარმოება განვითარებული არ არის.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, "ჩერის" მწარმოებელს უჭირს თქმა, იქნება თუ არა დაკვეთები კიდევ მეზობელი სახელმწიფოდან.

























