მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავახანამ „ერთი ყავა“ მესამე ფილიალი ბათუმში გახსნა

5f01cd4a7b9d4
მარიამ ადამია
05.07.20 19:17
1357
“ყავა მათთვის, ვისაც ზღვა უყვარს” -ამ სიტყვების უკან ორი უცხოელი გოგო დგას, რომლებმაც ყავახანის პირველი ფილიალი სვანეთში გახსნეს. ერთი წლის წინ, თბილისში მეორე ფილიალში დაიწყეს სტუმრების მიღება, ახლა პოსტპანდემიურ ვითარებაში კი, მესამეც შეემატათ, ბათუმში.

ყავახანა ამ ეტაპზე ქრაუნდფანდინგის პრინციპით გაიხნა, ანუ უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და შეაგროვეს ფული, რომელიც ჯამში 2 ათას დოლარს გაუტოლდა. შემდეგ ინვესტორი დაინტერესდა და იდეა კაფედ გადააქცია.

როგორც მისი დამფუძნებლები BMG-სთან საუბარში აღნიშნავენ, ჯერჯერობით მესამე კაფის გახსნას არ აპირებდნენ, მაგრამ მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მაინც გარისკეს.

„იდეა მოვიდა შუა კრიზისში, კარანტინში. ჩვენი ერთგული მომხმარებლები, მეგობრები და ზოგადად ადამიანები, რომლებმაც იციან თუ რას ვაკეთებთ, გვეხმარეობდნენ აგროვებდნენ ფულს და ჩვენც უკან არ დაგვიხევია, გავხსენით კაფე. შემდეგი გაჩერება ალბათ თელავი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, ბათუმში თავის დამკვიდრება და პოპულარიზაციაა, იმისათვის რომ სვანეთისა და თბილისის შემდეგ, ბათუმმაც გაიგოს, თუ რას ვაკეთებთ“ - აღნიშნა “ერთი ყავას“ დამფუძებელმა, ქსენია ფარჯიანმა.

სამომავლო გეგმებში კი, ბერლინში, ნიუ-იორკში და შემდეგ მსოფლიოს ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილას უნდათ გასვლა, ქართული ბრენდითა და სახელით - „ერთი ყავა“, რომელიც პარალელურად საქართველოს პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები