4 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნა.
ყაველაშვილმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში.
„დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, რამდენად სწორ პოლიტიკასა და ღირებულებებს ატარებს ქართული სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის საპარლამენტო მიმართვის შემდეგ, მმართველ უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა.




























