მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას

ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, "იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მელანია ტრამპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველ ლედებს იწვევს, რომ მონაწილეობა მიიღონ გლობალური კოალიციის სამიტში “Fostering the Future Together”. კოალიციის მიზანია დაეხმაროს ბავშვებს სწავლაში, განვითარებასა და წარმატებაში უსაფრთხო და ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ კი, პირველი ლედები საჯაროდ განაცხადებენ თავიანთ ვალდებულებებს იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში განახორციელებენ მოწინავე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის, და ასევე ახალგაზრდების ონლაინ საფრთხეებისგან დასაცავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები