მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყავის ფასი ისევ იზრდება;

გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში ყავა 110%-ით არის გაძვირებული, მიმდინარე წლის განმავლობაში მატების მაჩვენებელი კი 22%-ია. საქონლის გაძვირება ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმებით არის განპირობებული. განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილიაა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ბოლო დროს, ბუნება ბრაზილიას არ სწყალობს, ხოლო ყავის პლანტაციები ჯერ პაპანაქება სიცხემ მოიცვა, შემდეგ კი - გვალვამ. ასეთი მდგომარეობა, ყავის მსგავსი მგრძნობიარე მცენარისთვის, ფაქტობრივად, განადგურების ტოლფასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები