მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყავის ლაბორატორია” - შესაძლოა მომდევნო წლებში საქართველოში ყავის დეფიციტი გაჩნდეს

61ae12c81ba22
ლიკა გურაბანიძე
07.12.21 00:12
2909

“ყავის ლაბორატორიის” დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში შესაძლოა ქვეყანას ყავის დეფიციტი შეექმნას, რაც გლობალური პრობლემებიდან გამომდინარეობს. მათ შორის, როგორიცაა ბრაზილიაში მიმდინარე წლის ივლისში ყინვის შედეგად განადგურებული მოსავალი.

ფასების ზრდა კომპანიაში ბოლოს ზაფხულში მოუწიათ, მაშინ, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა.

“წელს, ივლისის შემდეგ ყავის ბაზარზე, ეს გამოიწვია ერთი მხრივ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ლოგისტიკურმა პრობლემებმა და მეორე მხრივ ყინვამ, რომელიც ბრაზილიაში ივლისში მოხდა, რამაც რეალურად ყავის მარცვალი ძალიან დააზიანა.

ბრაზილიაში ყავის წარმოება რეალურად 15%-მდე შემცირდება, ხოლო ბრაზილია მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი მომწოდებელია და შესაძლოა ჩვენ მომდევნო წლებში ყავის დეფიციტი გვქონდეს.” - განაცხადა აივაზიანმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ 2020 და 2019 წლებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყავა იყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 5 101 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმპორტზე 3%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით კლება 8%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები