მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყავის ლაბორატორია" მომხმარებლებს ონლაინსერვისს სთავაზობს - კომპანიის გეგმები

5e8e0aae6ce61
ნუცა ბაზლიძე
08.04.20 22:30
1024
კორონავირუსის გავლენებიდან გამომდინარე, „ყავის ლაბორატორია“ მუშაობას ჩვეული რეჟიმით ვერ აგრძელებს, ობიექტი დაიხურა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ალტერნატიული საშუალება გამოიყენა და მომხმარებლებს ონლაინმაღაზია შესთავაზა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენივე რესურსებით გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია. ჩვენი ბიზნესმიმართულებიდან გამომდინარე, პრინციპში, სრულად მოგვიწია ჩვეული მუშაობა გაგვეჩერებინა, თუმცა ჩვენსავე ვებგვერდზე (coffeelab.ge) ავაწყვეთ გაყიდვის სერვისი“, - აღნიშნავს „ყავის ლაბორატორიის“ დირექტორი თათია ზარქუა BM.GE-სთან საუბრისას.

„ყავის ლაბორატორიამ“ კაფე ფაქტობრივი კარანტინის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დახურა და შემდეგ, პროდუქციის გაყიდვის ტრადიციული სერვისიც შეაჩერა, თუმცა მოთხოვნიდან და ინტერესიდან გამომდინარე, გაჩნდა ალტერნატიული საშუალების იდეა.

ამასთან, „ყავის ლაბორატორიის“ დირექტორის განმარტებით, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, „ყავის ლაბორატორია“ მომხმარებლებს ფასდაკლებასა და სადეგუსტაციო სერვისს სთავაზობს.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც თათია ზარქუა აღნიშნავს, „ყავის ლაბორატორიაში“ მეორე ფილიალის გახსნა მოიაზრება. პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოები შეჩერდა.

„ამ ეტაპზე, შიდასაორგანიზაციო საქმეებს ვაგვარებთ, ვმუშაობთ გუნდის ფორმირებაზე, შიდა ტრენინგებს ონლაინრეჟიმით ვატარებთ. ვემზადებით უფრო აქტიური მუშაობისთვის, როგორც კი ეს პერიოდი გადაივლის“, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები