საერთაშორისო ბრენდი "მიკელ ქოფი" უკვე საქართველოშია. ეს არის საბერძნეთში დაარსებული ყავის მაღაზიების ქსელი, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს 20 ქვეყანაში 400-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს როგორც ყავის, ასევე სხვა ცხელი თუ ცივი სასმელების, პურ-ფუნთუშეულის, ღვეზელებისა და დესერტების ფართო არჩევანს სთავაზობს. მიკელ ქოფი ჯორჯიას ფილიალი, მომხმარებელს თბილისში, ჭავჭავაძის 26 ნომერში უმასპინძლებს.
ეკატერინე კაკაურიძე - "მიკელ ქოფი ჯორჯიას" რეგიონალური მენეჯერი;