მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის საერთაშორისო ბრენდი Mikel Coffee უკვე საქართველოშია

მიკელ ქოფი

ყავის საერთაშორისო ბრენდი Mikel Coffee საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. ბრენდის პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის 26 ნომერში გაიხსნა.

Mikel Coffee 2008 წელს საბერძნეთში დაარსებული ყავის მაღაზიათა ქსელია, რომელიც დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 400-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

"ამ საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოყვანის ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა და საბედნიეროდ, არსებული პირადი კავშირების გამოყენებით, შევძელით ბერძენი პარტნიორების დაინტერესება. ამას ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის გაზრდილმა ცნობადობამ, ტურისტული ნაკადების ზრდამ და ამ ორ ქვეყანას შორის არსებულმა მჭიდრო მეგობრულმა ურთიერთობებმა", - აღნიშნავს "მიკელ ქოფი ჯორჯიას" რეგიონული მენეჯერი ეკატერინე კაკაურიძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Mikel Coffee Georgia-ს პროდუქცია ყველა ტიპის, ასაკისა და გემოვნების ადამიანზე არის მორგებული. Mikel Coffee-ის ყავა 100%-იანი არაბიკაა, როლის მარცვლებიც საგულდაგულოდ ბრაზილიის, ცენტრალური ამერიკისა და აფრიკის პლანტაციებში არის შერჩეული. კომპანიაში განმარტავენ იმასაც, რომ განსაკუთრებული არომატს მისაღწევად დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ ნიუანსებს, როგორიც არის: წყლის ფილტრაცია, ყინულის გრამაჟი და ასევე ჭიქის ხარისხი.

"Mikel Coffee Company გამოირჩევა ყავის უნიკალური რეცეპტებით, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტით, მომსახურების მაღალი დონით, ასევე მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც მუდმივ გადამზადებას გადის კომპანიის სათავო ოფისის მიერ დაფუძნებულ აკადემიაში. აკადემიის ინსტრუქტორები მომავალ ბარისტებს აცნობენ ყავის ყველა საიდუმლოებას, აღჭურვილობის გამოყენებისა და მენიუში არსებული პროდუქციის მომზადების ჩათვლით.

რადგან ჩვენ Mikel Coffee Company-ს ფრანჩაიზს წარმოვადგენთ, ჩვენთან დაცულია ყველა ის სტანდარტი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, რითაც ეს კომპანია მთელ მსოფლიოში გამოირჩევა. ამას ემატება კაფეში არსებული სასიამოვნო გარემო და მოღიმარი პერსონალი. "მიკელ ყავის" ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ჩვენი პერსონალის ღიმილია", - ამბობს "მიკელ ქოფი ჯორჯიას" რეგიონული მენეჯერი.

Mikel Coffee Georgia-ში 80-მდე სახეობის როგორც ცხელი, ისე ცივი ყავის ასორტიმენტი დაგხვდებათ. ყავის მიღმა, არანაკლებ დიდი არჩევანია ჩაისა თუ სხვა ცხელი და ცივი სასმელების, ასევე საკვების მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ ბერძნულ ტრადიციულ ღვეზელებს, პურ-ფუნთუშეულსა და დესერტების ფართო სპექტრს აერთიანებს. ადგილზე ამ ყველაფრის დაგემოვნება, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში, ერთდროულად 100-მდე მომხმარებელს შეუძლია. მოქმედებს გატანის სერვისიც, სულ მალე კი, მიწოდების მასშტაბი მიტანის სერვისით გაფართოვდება

"ამ მცირე დროის გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებლის დაინტერესება და კმაყოფილება ძალიან დიდია. კაფე პოპულარობით უცხოელ სტუმრებს შორისაც სარგებლობს, მეტიც, ჩვენი უკვე მუდმივი მომხმარებლები ჩვენთან მცირე შეკრებებსაც აწყობენ. არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი არომატის ყავა საქართველოში არ დაუგემოვნებიათ. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები საკმაოდ რეალური და პოზიტიურია", - განმარტავს "მიკელ ქოფი ჯორჯიას" რეგიონული მენეჯერი ეკატერინე კაკაურიძე.

რაც შეეხება კომპანიის განვითარების სტრატეგიას. როგორც "მიკელ ქოფი ჯორჯია"-ში ამბობენ, ბერძენ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ამ მხრივ მომხმარებელს სულ მალე არაერთ სიახლეს შესთავაზებენ. გარდა ამისა, კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ობიექტების გახსნას მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები