ყაზახეთი აბრაამის ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა რიგს ფორმალურად შეუერთდება. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა. მან განმარტა, რომ ოფიციალური ასტანას მიზანი ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაა.
საინტერესოა, რომ ყაზახეთი ისრაელის სახელმწიფოს აქამდეც აღიარებდა და მასთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.
ამ მოცემულობით, აბრაამის შეთანხმების ხელმომწერი სახელმწიფოები არიან: ისრაელი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, სუდანი და ყაზახეთი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2020 წელს აშშ-ის შუამავლობით დაიდო. ის მიზნად ისახავს არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.




























