ყაზახეთის მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლებასთან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) განვითარებისთვის შეთანხმება გააფორმა და ორი სტრატეგიული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმების ფარგლებში, ჩინური წარმოშობის ტვირთი ტრანსკასპიური მარშრუტის ფარგლებში წარმოდგენილი გზით, ზღვითა და რკინიგზით სარგებლობას გამარტივებული პროცედურით შეძლებს. შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის არსებული ტვირთბრუნვის გაზრდა და TMTM-ის განვითარებაა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთბრუნვა 2023 წელს 65%-ით გაიზარდა და ჯამში 2.7 მილიონი ტონა შეადგინა.
თავად ყაზახეთი „შუა დერეფნის“ წევრია, რომელიც ოთხ სახელმწიფოს აერთიანებს: ჩინეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ყაზახეთს. ექსპერტების შეფასებით, TMTM-ის დერეფნის განვითარება პოზიტიურად აისახება „შუა დერეფნის“ ტვირთბრუნვაზე, რადგან ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს მარშრუტი უნდა გაიაროს.