მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთმა საზღვაო გადაზიდვები გაზარდა

აქთაუს პორტი

ყაზახეთი საზღვაო გადაზიდვების ზრდაზე აცხადებს. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთში ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ საზღვაო და სანაპირო ტრანსპორტით 1.6 მლნ ტონას მიაღწია, რაც 2,1-ჯერ აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს და ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2.1-ჯერ გაიზარდა საზღვაო და სანაპირო ტრანსპორტის ტვირთბრუნვა და 7 თვის მონაცემებით, 966 მილიონ ტონა -კილომეტრს მიაღწია, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის შემდეგ.

”საზღვაო და სანაპირო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის შესამჩნევი ზრდა უზრუნველყო, სხვა საკითხებთან ერთად, ტრანს-კასპიურმა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტმა (TMTR). ე.წ შუა დერეფნით, ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები მოიცავს სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებს" - აღნიშნავს უწყება.

ყაზახეთში საზღვაო გადაზიდვები კასპიის ზღვაზე არსებული კიურიკისა და აქთაუს პორტებით ხდება. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს აქთაუს საზღვაო პორტის ტერიტორიაზე ამოქმედდება საკონტეინერო ჰაბი, რომლის სიმძლავრე 300 ათას TEU იქნება.

2023 წელს „შუა დერეფნს“ მარშრუტით 2,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, წელს 6 თვეში 1.6 მლნ ტონა ტვირთია უკვე გატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები