მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას გეგმავს

627d15a12daf3
ნინო ტაბატაძე
12.05.22 19:55
1448
ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ქვეყნის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საკონტეინერო ჰაბი პორტთან ახლოს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსდება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტში სინგაპურულ კომპანიებთან ჩართვაზე. 

ამასთან, დაგეგმილია საზღვაო გადაზიდვებისთვის სავაჭრო ფლოტის გააფართოება. საუბარია კერძო ინვესტიციებით 4 ბორანის შეძენაზე.

მთლიანობაში, ყაზახეთს სურს, აქტაუსა და კიურიკის პორტებიდან გადაზიდვები 10 მლნ ტონამდე გაიზარდოს, საიდანაც 4 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთები იქნება. მთავარი აქცენტი ტრასკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე კეთდება. ამ მიზნით ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივი კომპანიის შექმნასაც განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები