ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ახალი ნავთობროდუქტის, კერძოდ ბენზოილის სარკინიგზო გადაზიდვა დაიწყება.
ამის შესახებ BM.GE-ს GR Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ განუცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მხარეებს შორის უკვე შედგა და ხელშეკრულებას ხელი დღეს Argus-ის კონფერენციაზე მოეწერება.
როგორც ჩირაძე განმარტავს ახალი ნავთობროდუქტის გადასაზიდი მოცულობა წელიწადში 200 000 ტონა იქნება, რაც საქართველოს ბიუჯეტს ათობით მილიონი ლარის სარგებელს მოუტანს.
ბენზოილის საცდელი გადაზიდვა მიმდინარე წლის სექტემბერში უკვე განხორციელდა, ხოლო ოქტომბრიდან როგორც დავით ჩირაძე ამბობს ოფიციალური გადაზიდვები დაიწყება.
GR Transit-ის დირექტორის თქმით კონფერენციაზე, რომელიც ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სარკინიგზო შეთანხმებას მოეწერება ხელი ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ინდოეთიც საუდის არაბეთი, რუმინეთი და სხვ.