მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა - "ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია”

61d69303d3e24
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 11:20
1127
ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეწყვეტილია. როგორც bm.ge-ს “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, გუშინ ორი რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო ფრენების აღდგენის განრიგი ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

“ყაზახეთიდან უნდა შესრულებულიყო ორი რეისი. ავიაკომპანია SCAT-ის აქტაუ-თბილისი, რომელიც გუშინ არ გამოფრენილა. სავარაუდოდ, ახლა 11-ზე უნდა გამოფრინდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.

ავიაკომპანია Air Astana - ალმათი-თბილისი, რომელიც ასევე არ გამოფრენილა გუშინ. ამ ეტაპზე ამ რეისის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს როდის გამოფრინდება, ე.წ stand by-ზეა.”- აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

Bm.ge კომპანია SCAT-ის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ყაზახურ მხარესთან ამ დროისთვის ვერანაირი ტიპის კომუნიკაცია ვერ მყარდება.

“ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია ყაზახეთთან, რეისები ჯერჯერობით არ სრულდება. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მგზავრებთან ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია და ვატყობინებთ სიახლეებს. ჩვენი ერთი რეისი არ შესრულდა 4-ში, შემდეგ არ შესრულდა გუშინ და დღეს კიდევ ორი რეისი. არც ინტერნეტი, არც სატელეფონო კავშირი არ გვაქვს და შესაბამისად ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცით", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა გუშინ დაიკავეს.

გამოცემა centralasia-ს თანახმად, გუშინ ღამით აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, გადაიდო ჩამომფრენი და გამფრენი რეისებიც. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი და გამორთულია სატელევიზიო არხების ნაწილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები