ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს სურს, რომ მოქალაქეებმა სავალუტო დივერსიფიკაცია ოქროში გააკეთონ. ბანკის მმართველის ინტერვიუზე დაყრდნობით Bloomberg წერს, რომ ქვეყნის ცენტრალ ბანკს სურს, რომ ყაზახეთის ექვსი მილიონი მოქალაქე მინიმუმ 100 გრამ ოქროს ფლობდეს.
როგორც ტოლკუნბეკ აბდუგულოვი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის რყევებისა, ის კვლავ რჩება ყველაზე სტაბილურ აქტივად.
"ვიმედოვნებ ჩვენი მოსახლეობა ისწავლის თუ როგორ მოახდინოს დივერსიფიკაცია მეტად მდგრად აქტივში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოცნება მალე რეალობად იქცეს", - განაცხადა ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა.
ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამ ეტაპზე სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდებს აწარმოებს, 1 გრამიდან 100 გრამამდე.
ქვეყნის მმართველი აცხადებს, რომ მისი გეგმა რეალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში 600 ტონა ოქროს გადასვლას გულისხმობს.
"ყაზახეთისთვის ოქრო ინვესტიციის ალტერნატიული ინსტრუმენტია. ჩვენ არამხოლოდ ვყიდით, არამედ უკავ ვკიდულობთ ოქროს ზონდებს, რომელსაც ვაწარმოებთ", - განაცხადა აბდუგულოვმა.

























