მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ფრენჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება - კომპანიის გეგმა

63441d8f5ce98
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.22 23:40
1121
ყაზახეთში, ალმატიში ფრენჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება - ახალი ობიექტის გახსნისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქსელის განვითარების გეგმაზე BM.GE-სთან „გუდვილის“ ქსელის მართვის ხელმძღვანელმა ირინა ქოსაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ყაზახეთში „გუდვილი გურმეს“ გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს საახალწლოდ იგეგმება.

„ადგილზე სარემონტო სამუშაოები სრულდება, მიმდინარეობს დანადგარების დამონტაჟება და გვინდა, რომ ობიექტი საახალწლოდ უკვე გახსნილი იყოს.

ობიექტი ორ სართულზე განთავსდება. პირველზე იქნება მარკეტი, სადაც ჩვენი საკვები პროდუქტი იქნება, ხოლო მეორე სართულზე წარმოდგენილი იქნება არასასურსათო - თავის მოვლის პროდუქტი და კაფე თავისი საბავშვო ზონით“, - თქვა ირინა ქოსაშვილმა.



დეტალებზე საუბრისგან კომპანიაში თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ ფრენჩაიზის ღირებულება არსებულ ფართზე და ლოკაციაზეა დამოკიდებული.

„კომპანიას ქართულ ბაზარზე ოპერირების 20-წლიანი გამოცდილება აქვს და გადავწყვიტეთ, რომ გვქონდა გადასარევი შესაძლებლობა ობიექტების ფრენჩაიზით ქვეყნის გარეთაც გაგვეხსნა. შევიმუშავეთ ფრენჩაიზის პაკეტი და დაინტერესება, როგორც ყაზახეთში, ასევე სომხეთში გაჩნდა. შესაბამისად უახლოეს პერიოდში „გუდვილი გურმეს“ მეზობელ ქვეყანაშიც გავხსნით. არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჯერჯერობით ამ ბაზრებზე ვკონცენტრირდებით“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის ქსელის მართვის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები