აქტაუს ნავსადგურში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით გადაზიდვები 40%-ით შემცირდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელმა, HUB Georgias-ს ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, აქტაუს ნავსადგური, რომელიც ყაზახეთში მდებარეობს, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოზე გამავალი დერეფნის ერთ - ერთ მნიშვნელოვან, საკვანძო სატრანსპორტო პუნქტს წარმოადგენს.
"აქტაუს ნავსადგურში ტვირთების შემცირება, პირველ რიგში ნეგატიურად საქართველოს სატრანსპორტო სექტორზე აისახა. ცნობისათვის, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვები 20%-ით შემცირდა.
აქტაუს ნავსადგურში 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის ყველა სახეობის ტვითნაკადის შემცირება ფიქსირდება - ნავთობი და ნავთოპროდუქტები 33%, ლითონკონსტრუქციები - 69 % , საბორნე ტვირთები - 44% , მარცვლეული - 5%.
აღსანიშნავია, რომ აქტაუს ნავსადგურიდან ნაწილი ტვირთნაკადის კურიკის ნავსადგურში გადანაწილდა, რომელიც, ყაზახეთის მეორე ნავსადგურს წარმოადგენს.
აქტაუს ნავსადგურში ტვირთების კლების ძირითად მიზეზი, ნედლი ნავთობის მილსადენში გადამისამართება და ლითონ კუნსტრუქციების წარმოების შემცირებაა" - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.