„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენს, სასმელების ბიზნესს შეემატა ადგილობრივი, უძველესი ბრენდი "ყაზბეგი". ეს დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი ლუდის ქარხნის პროდუქტიულობა. გარდა ამისა, საშუალება გვეძლევა შევიდეთ უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე, სადაც აქამდე არ ვიყავით წარმოდგენილნი. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ყაზბეგი" შემოუერთდება ჩვენი ბრენდების პორტფელს, რომლებიც ადგილობრივი ბრენდების მიქსს შეიცავს და მათ შორისაა ლუდი "აისი", ამასთანავე, გვაქვს მოლოდინი, რომ ყაზბეგი ჩვენი პროდუქტების სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის შემადგენლობას გააფართოვებს", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ Georgia Capital-მა კომპანია „ყაზბეგის“ ბრენდი 3.65 მილიონად შეიძინა, თუმცა ქარხანა და ტერიტორია კვლავ ბიზნესმენ გოგი თოფაძის მფლობელობაში რჩება.

























