მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

5b7a823b7a459
BM.GE
20.08.18 12:55
633
18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, ნ.კ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 79.71 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,993.65 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,993.65 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები