მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში რეგისტრირებულ ოქროსმედალოსან სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ - დადგენილება

63dbc2bfeb775
მარიამ დემეტრაშვილი
03.02.23 09:59
748
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან მუდმივად მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80 %-ით. (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროსმედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%-ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროსმედალოსანი, თითოეული სტუდენტი დაფინანსდება 80%-ით (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2 250 ლარის 80%-ით), ხოლო ოქროსმედალოსანი 100%-ით.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაფინანსება არ ეხებოდათ სკოლის ოქროსმედალოსან სტუდენტებს.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, სკოლის ოქროსმედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში ყოველწლიურად გაიცემა 1 000 ლარიანი ფულადი დახმარება, ხოლო ვერცხლისმედალოსანზე 500 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები