მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზბეგში სომეხ მძღოლებს სცემეს

5d26dafc5d545
მიხეილ ხაჩიძე
11.07.19 10:53
15898

საქართველოში სომეხ მძღოლებს სცემეს. ინციდენტი რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს, სტეფანწმინდის რაიონში მოხდა.

ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით, სომხური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ორ სომეხ მძღოს, რომელიც რუსეთიდან სომხეთში ხორბლის ტრანზიტს ახორციელებდა, ამ დროისათვის უცნობი პირები, სავარაუდოდ, ადგილობრივები თავს დაესხნენ.

ერთ მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი; პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენის შემდეგ, ის სომხეთში გადაიყვანეს, მეორე მძღოლიც ამ დროისათვის უკვე ერევანში იმყოფება.

სომხეთის საელჩომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და ფაქტის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

Bm.ge საქართველოში სომხეთის საელჩოს დაუკავშირდა. დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგვაწვდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები