ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვ. გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღის) რეაბილიტაციაზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. 35 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის პარკი ახალი კონცეფციით გაშენდება. დაგეგმილია ახალი შადრევანის, ორი საბავშვო მოედნის, დასასვენებელი, საპიკნიკე და სავარჯიშო ზონების მოწყობა, ასევე გათვალისწინებულია 700 მეტრი სიგრძის ველობილიკის მშენებლობაც. პარკში დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა. სატენდერო წინანდადებების მიღება 25 ივნისს დასრულდება.

























